პირობები

პერსონალური მონაცემების პოლიტიკა

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს es.ge-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, es.ge -ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს შპს „ელიტ სერვისი“-ს (www.es.ge ) კლიენტთა პერსონალური მონაცემთა დამუშავების წესს, მიზნებსა და შენახვის პირობებს. დოკუმენტი მიზნად ისახავს თითოეული მომხმარებლის პეროსნალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც, კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას და მათი პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც კომპანია მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში.

  1. ინფორმაციის შეგროვება

პერსონალური მონაცემები, რომელიც ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ, დავამუშავოთ არის შემდეგი:

  • სახელი, გვარი;
  • პირადი ნომერი
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • მობილური ტელეფონის ნომერი;

 

სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მოგვაწოდებთ რეგისტრაციისას

ვებ გვერდზე ვიზიტისას ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება შეიძლება იყოს შემდეგი:

  • ვებ გვერდზე ვიზიტის ადგილი;
  • ვებ გვერდზე შემოსვლის დრო;
  • IP მისამართი;
  • ნებისმიერ შევსებულ ფორმაში თუ გამოკითხვაში მიღებული ინფორმაცია; სხვა საკომუნიკაციო ინფორმაცია;

 

 

 

 

 

  1.  ინფორმაციის გამოყენება

 

შეგროვებული ინფორმაცია გამოყენებულ იქნება პროდუქციის შეთავაზებისთვის, მარკეტინგული მიზნებისთვის, შემეცნებითი ინფორმაციის მიწოდებისთვის  და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და მის შესაბამისად.

კანონით განსაზღვრული თქვენი ნებისმიერი პერსონალური მონაცემი ჩვენი მხრიდან იქნება დაცული, მისი სხვა პირთა მიერ ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მომხმარებელთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია მესამე პირს (პირებს) შესაძლებელია მიეწოდოთ მხოლოდ ზოგადი სტატისტიკური ანალიზის მონაცემის სახით, რომელიც არ იძლევა პირის ან მისი რაიმე პერსონალური მონაცემის იდენტიფიცირების საშუალებას.

 

  • ინფორმაციის შენახვა

 

ინფორმაცია შენახული იქნება ჩვენს დაცულ სერვერებზე, ნებისმიერი ინფორმაციის მიმოცვლა ჩვენ სერვერზე იქნება დაშიფრული თქვენივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ონლაინ ინფორმაციის მიმოცვლა არ არის აბსოლუტურად დაცული და თქვენ მიერ გაცემულ ნებისმიერ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ. აქედან გამომდინარე გთხოვთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ პაროლებისა და სხვა ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით.

  • საკონტაქტო საშუალებები
  • ცვლილებები კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში მომავალში
  • ჩვენთან დაკავშირება

ჩვენ შეგვიძლია დაგეკონტაქტოთ ნებისმიერი თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ან/და ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციის საშუალებით. ასევე, შეგვიძლია გამოგიგზავნოთ შეტყობინება ნებისმიერ თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ან/და ჩვენს მიერ მოძიებულ სამსახურის ან/და საცხოვრებელ ფაქობრივ და რეგისტრირებულ მისამართზე, სანამ უარს არ განაცხადებთ.

 

კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ ვებ-გვერდზე. თუ ხელშეკრულებაში მოხდება რაიმე სახის მატერიალური ან არსებითი ცვლილება, ჩვენ შეგატყობინებთ ვებ-გვერდის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

 

კონფიდენციალურობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე info@es.ge

 

თქვენ უფლება გაქვთ:

  1. მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა თუ ისინი არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;
  2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიები დააფიქსიროთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში;
  3. ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ ან შეზღუდოთ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რასთან დაკავშირებითაც უნდა გვაცნობოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში შევწყვიტოთ მონაცემების დამუშავება. თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას ან მოითხოვთ ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
  4. უარი განაცხადოთ ავტომატური საშუალებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში თქვენი მონაცემების გამოყენებაზე (მათ შორის პროფაილინგზე), რასთან დაკავშირებითაც წერილობით უნდა გვაცნობოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@es.ge  ჩვენ ვკისრულობთ ვალდებულებას, თქვენი შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი)  სამუშაო დღის ვადაში შევწყვიტოთ მონაცემების ამგვარი დამუშავება;

 

 

მომსახურების წესები და პირობები


„ელიტ სერვისი“ მომხმარებელს სთავაზობს საყოფაცხოვრებო ტექნიკის საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურებას.

 

საგარანტიო   მომსახურების მისაღებად აუცილებელია წარმოდგენილი იყოს მწარმოებლის და გამყიდველი ორგანიზაციის მიერ გაცემული საგარანტიო ბარათი. მომსახურება განხორციელდება საგარანტიო ბარათში მითითებული პირობების თანახმად. (არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მწარმოებლის საგარანტიო პირობას).

კონკრეტულ პროდუქტზე საგარანტიო პირობების გავრცელება და მისი მოქმედების ვადა წარმოადგენს სრულად  გამყიდველის პრეროგატივას და კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა საგარანტიო პირობების არარსებობის/ საგარანტიო პერიოდში პროდუქტთან დაკავშირებული რაიმე ნაკლის/ შეუსაბამობის გამოსწორებაზე უარის თქმის გამო.

არასაგარანტიო  მომსახურება ფასიანია. გადახდა ხორციელდება კომპანიის მიერ დამტკიცებული ტარიფების შესაბამისად, როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

სერვისცენტრში მომსახურება

 

  • მომხმარებლის მიღება

მომხმარებელს ემსახურება ოპერატორი, განუმარტავს საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურების პირობებს.

  • შეკვეთის დაფიქსირება
  • დიაგნოსტიკა, მომხმარებლის ინფორმირება
  • ნივთის შეკეთება, მომხმარებლის ინფორმირება
  • ნივთის მომხმარებელზე გადაცემა, შეკვეთის დასრულება
  • ნივთის შეკეთება-დიაგნოსტიკა
  • შეკვეთის მიღება 
  • შეკვეთის დაფიქსირება
  • დიაგნოსტიკა, მომხმარებლის ინფორმირება
  • ნივთის შეკეთება, მომხმარებლის ინფორმირება
  • შეკვეთის დასრულება
  • შეკვეთის მიღება 
  • შეკვეთის დაფიქსირება
  • წინა საინსტალაციო მოკვლევა, მომხმარებლის ინფორმირება
  • ინსტალაცია-დეინსტალაცია, მომხმარებლის ინფორმირება
  • შეკვეთის დასრულება
  • ტრანსპორტირება

მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში ოპერატორის მიერ ხდება ნივთის პირველადი ვიზუალური და ფუნქციური მდგომარეობის დაფიქსირება ელექტრონულ სისტემაში. ნივთის დატოვების შემთხვევაში ფორმდება ნარდობის ხელშეკრულება.

ნივთის დიაგნოსტიკა ხორციელდება შეკვეთის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა. რთული დაზიანების შემთხვევაში დიაგნოსტიკის ვადა შესაძლოა გაიზარდოს. ინფორმაცია დიაგნოსტიკის შესახებ მომხმარებელს ეცნობება სატელეფონო ზარით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

ნივთის შეკეთება ხორციელდება მომხმარებელთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად. შეკეთების დრო დამოკიდებულია დაზიანების ტიპზე (სათადარიგო დეტალის შეცვლით  ან დეტალის შეცვლის გარეშე) და სათადარიგო დეტალის მოწოდების ვადებზე.  შეკეთების პროცესსა და ვადებზე დამატებითი ინფორმაცია მომხმარებელს ეცნობება სატელეფონო ზარით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

ნივთის გადაცემა მომხმარებელზე ხორციელდება ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ნივთის გადაცემისას, მომხმარებლის თანდასწრებით, ხდება მისი ვიზუალური და ფუნქციური (შესაძლებლობის შემთხვევაში) შემოწმება.

 

  • ტრანსპორტირება

მომხმარებელთან შეთანხმებით შესაძლებელია ნივთის ტრანსპორტირება სერვისცენტრში/სერვიცენტრიდან

მომხმარებელთან ადგილზე მომსახურება

 

 

 

შეკვეთის მიღება შესაძლებელია მომხმარებლის ზარის, კომპანიის ვებ გვერდის, სოციალური ქსელების და სერვისცენტრში ვიზიტის საშუალებით. მომხმარებელს ოპერატორი განუმარტავს საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურების პირობებს.

მომხმარებელთან მოსახურების პირობებისა და ვადის შეთანხმების შემდეგ შეკვეთა დაფიქსირდება ელექტრონულ სისტემაში.

ნივთის დიაგნოსტიკა და მომხმარებელზე პირველადი ინფორმაციის მიწოდება ხდება სპეციალისტის მისამართზე ვიზიტისას.

ნივთის შეკეთება ხორციელდება მომხმარებელთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად. შეკეთების დრო დამოკიდებულია დაზიანების ტიპზე (სათადარიგო დეტალის შეცვლით  ან დეტალის შეცვლის გარეშე) და სათადარიგო დეტალის მოწოდების ვადებზე.  შეკეთების პროცესსა და ვადებზე დამატებითი ინფორმაცია მომხმარებელს ეცნობება სატელეფონო ზარით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

მომსახურების დასრულების შემდგომ, მომხმარებლის თანდასწრებით ხდება ნივთის ვიზუალური და ფუნქციური შემოწმება.

მომხმარებელთან შეთანხმებით შესაძლებელია ნივთის ტრანსპორტირება სერვისცენტრში/სერვიცენტრიდან

 

 

ინსტალაცია-დეინსტალაცია, ტრანსპორტირება

 

შეკვეთის მიღება შესაძლებელია მომხმარებლის ზარის, კომპანიის ვებ გვერდის, სოციალური ქსელების და სერვისცენტრში ვიზიტის საშუალებით. მომხმარებელს ოპერატორი განუმარტავს საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურების პირობებს.

მომხმარებელთან მოსახურების პირობებისა და ვადის შეთანხმების შემდეგ შეკვეთა დაფიქსირდება ელექტრონულ სისტემაში.

მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია განხორციელდეს საინსტალაციო მოკვლევა.  პირველადი ინფორმაციის მიწოდება ხდება სპეციალისტის მისამართზე ვიზიტისას.

ინსტალაცია-დეინსტალაცია ხორციელდება მომხმარებელთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად. მომსახურების დრო დამოკიდებულია  ინსტალაციის სირთულეზე და დამატებითი საინსტალაციო-სახარჯი მასალების საჭიროებაზე. დამატებითი ინფორმაცია მომხმარებელს ეცნობება სატელეფონო ზარით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

მომსახურების დასრულების შემდგომ, მომხმარებლის თანდასწრებით ხდება ნივთის ვიზუალური და ფუნქციური შემოწმება.

მომხმარებელთან შეთანხმებით შესაძლებელია ნივთის ტრანსპორტირება სერვისცენტრში/სერვიცენტრიდან